Friday, September 10, 2010

ფსიქოლოგობა მინდა!

ბავშვობიდან მინდოდა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩამებარებინა და ადამიანის ქვეცნობიერში მეძრომიალა :)მეგონა ოდესღაც ტვინს ამოვუღებდი ვინმეს და ყველა მის ოცნებას, ფიქრს ზეპირად შევისწავლიდი. რენტგენზე გავატარებდი მის გრძნობებს, ემოციებს, მაგრამ იცით რა?! არ დამცალდა : ) არ დამცალდა გამეგო რამდენად ბევრი ცხოველური ინსტინქტი ბუდობს თითოეულ ჩვენგანში . არ დამცალდა ბოლოს დისერტაცია დამეცვა თემაზე "ადამიანის შესაძლებლობები და ცხოველური გრძნობების გამოვლენის მექანიზმები" :D ან რამე მსგავსი... მსგავსი ჩახლართული და მეტად ფილოსოფიური სათაურით . მერე რა, რომ დღეს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ და გეგმებს ვაწყობ იმის შესახებ, თუ რა ფერის ნიჟარა უნდა განვათვსო ჩემი სამუშაო ოთახის შემოსასვლელში რომ ჩემმა მომავალმა პაციენტებმა კბილები გაიხეხონ და ისე დააკაკუნონ ჩემი ოთახის კარზე, პირდაფჩენილები შემოვიდნენ საკუთარ "მხსნელთან". : )


. ეგეც არაფერი... რაც მთავარია, რამოდენიმე დიდი ოცნება დამემსხვრა და მაინც დიდად არ ვნანობ საკუთარ... მმმ... ეს რა ვთქვი. ჩემი მშობლების საკმაოდ ჭკვიანურ გადაწყვეტილებას :)მე წიგნებით სავსე კაბინეტზე ვოცნებობდი და სამაგიეროდ გაშანშალებული სტომატოლოგიური ოთახი მექნება (სავარაუდოდ)ახალთხალი აპარატურით.
მეუბნებიან, მერე მადლობას გვეტყვიო. ძალიან შევიჭერი როლებში... ისევ ადამიანის ქვეცნობიერზე გავაგრძელებ. ალბათ, ასე აჯობებს.
. აპოკალიპსი იწყებაო, ადამიანები ამბობენ : )) იგი წავა და სხვა მოვაო (სამყაროზე ბაზრობენ.. ;) )
გადავშენდებითო და ჩვენს მაგიერ სხვა , ახალი არსებები დაიდებენო ბინას. არავინ დაფიქრებულა ნეტავ, ეს აპოკალიფსი, წარღვნა და უბედურებათა მთელი "არმია" ჩვენივე ინსტინქტებს შშეიძლება დავაბრალოთ? კი. ალბათ, ბევრს უფიქრია ამ თემაზე. იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. მარტო იმიტომ, რომ ყველანაირ წარღვნას, ომს, ბრძოლებს ადამიანი ქმნის. საკუთაარი ხელებით ვანადგურებთ სამყაროს და რაც მთავარია, ერთმანეთსს ვებრძვით დაფარულ და ამავე დროს ხელჩართულ ბრძოლაში .
ელემენტარული - თითქმის ბავშვობიდან ადამიანების მოქმედებას ვაკვირდებოდი . რენტგენზე ვატარებდი დედაჩემის, მამაჩემის, ჩემი ძმის საქციელს და მათი თითოეული მოქმედების, მიზეზი ზეპირად ვიცოდი. დღემდე ასეა. ვისაც კარგად ვიცნობ, ვიცი რა უნდა, რისკენ ილტვის და რა უნდა გავაკეთო რომ დავაკმაყოფილო. ამ უკანასკნეელს ყურადრების ყველაზე პატარა ნაწილს ვუთმობ და მხოლოდ მათ "ვუსმენ", ვინც მე მისმენს : )
არც ექსტრასენსი ვარ და არც რაიმე ზებუნებრივი ძალა გამაჩნია ჩემდა საუბედუროდ (ხომ ავშენდებოდი ადამიანი, ა?! ) უბრალოდ, ადამიანებზე დაკვირვება მიყვარს და ვიცი, როდის იმალება სიკეთე "კაი გამარჯობის " უკან, ან როდის იმალება ადამიანის მზაკვრული ბუნება მისალმებისა და ალმაცერი გაღიმების იქეთ.


ისიც ყოველთვის ვიცოდი ვინ რას გრძნობდა ჩემს მიმართ . სწორედ ამიტომ ადამიანების 90 %-ს ჩემი ეშინოდა და თითქმის მთელი ცხოვრება მოცემულ ფაქტზე ბევრს ვხალისობდი ახლობლებთან ერთად. ეშინოდათ ჩემთან ურთიერთობის და ხშირად ის აზრიც შემიბყრობდა, რამე "ისეთს" ხომ არ ვაკეთებ ან "ვეძმა" ხომ არ ვგონივარ ამ ხალხსთქო.
დრო გავიდა და გადავწყვიტე, იმიჯი შემეცვალა. არაერთი ადამიანი გამომტყდომია იმაში, რომ "თამუნა დეიდა" საშიში "როჟა" ეგონათ და ქუჩაში დანახვისთანავე ერთი ქუჩიდან მეორეეზე გადადიოდნენ. სახლს წრეს ურტყამდნენ და თურმე ისე მიდიოდნენ შინ( ცირკია ხომ ვამბობ=)) ).



P.S. ნიღაბი ბევრია. თამუნა ერთი. LET US FOUND HER ))