Wednesday, September 21, 2011

...26-მდე ))

რა იცის ჟამმა უსაქმურობისამ...გამახსენდა რომ თურმე მეც მქონია რაღაც ბლოგისმაგვარი და თქვენ წარმოიდგინეთ, რაღაც პონტში წერაც შემძლებია.. ჰოდა ახლა რამ განაპირობა ჩემი სრული თუ არა, ნაწილობრივ უმოქმედობა. ნუ პირველ რიგში, ჩემი ტვინია სრლიად უმოქმედოდ მიტოვებული და ელოდება სამედიცინო ტერმინებით გამოჭედილ სქელ-სქელ წიგნებსა და ქსეროქსების რიგებში დგომას. ნუ, ამ რიგებს უფრო ჩემი ფრიად განსვენებულ-გახევებული ფეხები ელოდება )) ჰოდა არ დაგიმალავთ, და მომენატრა სამედიცინო. მომენატრა შვანგირაძისნაირი თვალებგაფართოებული და კვაჭაძის მსგავსი "გამოწკეპილი" ლექტორები, რომლებზეც საკმაოდ ბევრი ნიშნისმოგებით იტყვის - "ამათ ხელში ჩემი მტერი ჩავარდაო" , მაგრამ ნურას უკაცრავად. მე სამედიცინო უნივერსიტეტი მომენატრა სრული შემადგენლობით. ნახევარსაათიან დასვენებებზე რომ არაფერი ვთქვათ , დილას ადგომაზე რომ არ ვიწუწუნოთ და ფრიად ჩახვეულ ინტრიგებზე რომ არ ვილაპარაკოთ ; )) არა... მაინც რა გენიოსი ხალხია ამ განათლების სამინისტროში, გინდაც დეკანატში. ყველაზე დიდი სასჯელი რაც შეიძლება სტუდენტს დაუწესო, ზაფხულის პაპანაქება სიცხეში სწავლა და სექტემბრის ციებ-ცხელებაში დასვენებაა. მეც ვზივარ და "ვისვენებ" . ისე ვისვენებ,რომ სადღაც სამი კილოგრამი ავკრიფე სულ მინიმუმ. სასწორზე არ ვდგები. ჰალუცინაციების მეშინია. ჰოდა, ჩემო კარგებო ამ რამოდენიმე დღის წინ ავიღე ფიზიოლოგიის სახელმძღვანელო და "სისხლის" კითხვა დავიწყე. აი აქ დამერხა. როგორ დამაკლდა კვაჭაძის ახსნილი მახალა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. მერე თსმუ-ს საიტზე შევისეირნე და წლევანდელ საგანთა სიას გადავხედე. პროგრესიც ასეთი უნდა- ორ "საკბილო საგანს" ვსწავლობთ. ურა! გვეშველა... არადა, როგორ ელოდებოდა ლიკუნა ამ საგნებს... არ გაგიმართლა ლიკაააა )) :დ ოდონტოლოგია და პროფილაქტიკა - მშვენიერია. ყოველ შემთხვევაში, თაბაშირის ყბას მაინც დავიჭერთ ხელში. თუ არც თაბაშირი გვაღირსეს, წიგნები მაინც გვექნება, სადაც კ ბ ი ლ ი იქნება ნახსენები. რამეს რომ მკითხავენ, აღარ შევრცხვები, იმედია. =)))
ჰოდა, გოგოებო და ბიჭებო, ყველანი ნამეტნავად მენატრებით და მოუთმენლად ველოდები 26 რიცხვს. ნუ, არც ისე დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ არც მე დამრჩენია დიდი მოთმინება ; )