Saturday, October 16, 2010

რაღაც...რაც საჯაროდ არ ითქმის და ვერ იწერება : )




კარგია როცა ცოტა ხნით მაინც საკუთარ თავთან მარტო რჩები ადამიანი. ისიც კარგია, როცა საკუთარი
ოთახის თითქოს ცარიელ, მაგრამ მაინც სურათებით სავსე კედლებს უყურებ და უბრალოდ, ფიქრობ . რაზე, რა მნიშვნელობა აქვს მთავარია, ფიქრობ ყველაზე ნათელი, წრფელი ფიქრებით და ეს წრფელი ფიქრები მაშინ ამოდის ტვინის ხვეულებიდან, როცა მარტო ხარ და საყვარელ მუსიკას უსმენ. საყვარელ ოთახში, საკუთარ საწოლზე გულაღმა წამოწოლილი წევხარ და უყურებ თვალებში რეალობას. ეს რეალობა ზოგჯერ მწარეა, მაგრამ მაინც მეტად სასიამოვნო. მხოლოდ იმიტომ, რომ რეალობა არ იტყუება. გულწრფელია და არ შეუძლია თვალთმაქცობა.

ჩემს დროებით მივიწყებულ ბლოგზე შემოვქანდი რამოდენიმე წუთის წინ. როგორც ყოველთვის, არც ახლა ველოდი კომენტარს პოსტებზე, მაგრამ გადათვალიერებისას ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანის კომენტარს წავაწყდი. მწერს, ჩვენზე როდის უნდა დაწეროო. აი, კიდევ ერთი გულწრფელობა. პრინციპშI, ისიც იმიტომ შემიყვარდა რომ საზიზღრად და ჩასაყლაპად გულწრფელია... არა, არ იფიქროთ, ამ პოსტს იმიტომ ვწერდე, რომ მოვალეობა მავალებდეს ამას. დიდი ხანია მინდა დავწერო რამე თბილი, შეუდარებელი, მაგრამ ამ ეტაპზე მეეჭვება გამომივიდეს რაიმე "შეუდარებლის" დაწერა. ემოციები ამომშრალი არ მაქვს გულიდან. პირიქით, ემოციების ზღვაა ჩატენილი სულში, მაგრამ ვეღარ გამოვხატავ ჩემს გრძნობებს. ვიღაცის, რაღაცის მეშინია, ალბათ.

14 წლის რომ ვიყავი სიზმარი ვნახე. რაღაც უცნაური და გამოუკვლეველი რამე იყო. არა... არც ახლა მახსოვს ის სიზმარი ნორმალურად და სიმართლე გითხრათ, ვერც მაშინ აღვიდგინე ბოლომდე, მაგრამ კარგად მახსოვს მწვანეთვალება ბიჭი რომ მიყურებდა გაშტერებული და სიყვარულს რომ ასხივებდა თვალებიდან.
საერთოდ, სიზმრის კვალი ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს მკაფიოდ ეტყობა. უბედური , უსიამოვნო შემთხვევების წინ მუდამ სიზმარს ვნახულობ, მაგრამ, როგორც წესი, ვერანაირ უბედურებას თავიდან ვერ ვიცილებ. ყოველთვის ხდება ის, რაც მოსახდენია. ვანგა არ ვარ. თამუნა ვარ გოჩიაშვილი...
ხოდა მეც ვნახე ეს მწვანეთალება ბიჭი სიზმარში და მას შემდეგ მსგავსი არსება ჩემს ცხოვრებაში სიმართლე გითხრათ, არ გამოჩენილა.
აააჰ... ვიტყუები. 18 წლის რომ გავხდი ზუსტად მაშIნ გამოჩნდა. იანვარში, როგორც მახსოვს, და მეც იანვარშივე მივაღწიე სრულწლოვანებას. მოკლდ, აქ მთელი ბედის ირონიებია ყველაფერს ხომ არ მოგიყვებით, მაგრამ მინდა იცოდეს ამ მწვანეთვალება ბიჭმა, რომ არც ისაა შემთხვევით შემოჭრილი ჩემს ბიოველში და არც მე ვარ მის სამყაროში შემთხვევით მომხვდური.




მიყვარხარ. ხომ იცი, სიტყვები ბევრს არასოდეს ნიშნავს : )

and here is ...
..and the song : )
">