Friday, September 24, 2010

მე გვამებს არ გავკვეთ. ურა! (ანუ პირველი კვირა სამედიცინო უნივერსიტეტში)



ჩემი პირველი კვირა სამედიცინო უნივერსიტეტში დასრულდა. მეღირსა?! რავიცი, უნდა ვთქვა მეღირსა მეთქი? ვშიშობ, მომავალი ერთი წელი საშინელი სტრესი იქნება ჩემთვის. როგორც ყოველთვის, დავითრგუნე და კვლავ ვერ ვეგუები ახალ გარემოს. ეგ არაფერი... ამასაც გავუძლებ, ალბათ.
დილას ადგომა, ერთი ჭიქა უშაქრო, მაგარი ყავა პიჟამოებში. გარდერობის დარენდგენება, რაიმე "ახლის" ამორჩევა და ძლივსმორგება, მარშუტკაში ნახევარი საათი ნერვიულობა და ბოლოს სამედიცინოს კედლები... ვერც ამ კედლებს შევეგუე და ვერც ხალხს.
დიდ დასვენებაზე "ბარდიურზე" ვზივარ, თეთრ, გაკრიალებულ ხალათებში გამოწყობილ ხალხს ვუყურებ , ვფიქრობ - " აქ რა მინდა?!. მაინც გავუძლებ. რამდენი წელიც გინდა, იმდენს გავუძლებ! " . მერე რა, რომ მათსავით მეც თეთრი ხალათი მაცვია. მათ რიცხვს მაინც არ მივეკუთვნები ასე მგონია. მგონი არ ვარ მე სტომატოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი! შეგზავნილი ჯაშუში ვარ ვიღაც! თევზი ვარ ზღვა რომ ამოარწყევს რაღაც მანქანებით ტალღებთან ერთად და ნაპირზე რომ ფართხალებს საცოდავად. მერე არსებობისთვის ბრძოლში გადარჩება ეგეც რაღაც მანქანებით (ნეტავ რა შუაში იყო არსებობისთვის ბრძოლა) განიცდის ევოლუციას და იქნებ ოდესმე შეუერთდეს მიწაზე მყოფთა თეთრხალათიან არმიას.
ბიოლოგიის ლექტორი სწერვაა.
ანატომიის ლექტორი იაზვაა.
ლათინურის "პროფესორი" "ვიგოდნიკია".
ჰისტოლოგიის ლექტორის უკვე მეშინია.
ნეტავ ვინ დარჩა?..
მოკლედ, არ შემიძლია ეს სიყალბე(!!!) , მაგრამ მომიწევს, ალბათ, შევისწავლო რამენაირად. ბოლოს და ბოლოს ყველა ექიმი სწერვაა (დედაჩემის სიტყვებია) და მე ყალბი უნდა ვიყო სწერვებთან რომ არ გამთელონ იმიტომ. არადა, ხმალმოშიშვლებულ, ხელჩართულ ბრძოლას ვარ შეგუებული...

რაც მთავარია, ერთი მნიშვნელოვანი რამ გამოვიმუშავე. მკვდარი ადამიანების დანახვისას გულის პრანჭვები აღარ მემართება.
დადებითი - ახლობლების ახლობლის დაღუპვის შემთხვევააში პანაშვიდებზე გული აღარ წამივა და ჩემი არმისვლით აღარ გავანაწყენებ ხალხს.
უარყოფითი - ამასობაში ტირანი გავხდები და შეიძლება ისეთი დროც დამიდგეს, გვამები ვკვეთო. შეუდარებელია!


პ.ს. ასეთი საზიზღარი ბავშვი არ ვარ მე. არ გავკვეთ გვამებს. არც ბალზამირებას გავუკეთებ. გპირდებით :D : )))