Friday, September 3, 2010

შემოდგომაა... შემოდით... ანუ ჩემი დროებითი "არა" პრინციპებს!



ხომ არის ისეთი მომნტები, როდესაც ერთგვარ მარტოობას გრძნობ. მერე რა, რომ გარშემო უამრავი ადამიანია. არ მინდა, ბანალური პოსტი გამომივიდეს. (არც არაფერია ჩემს ბლოგში ბანალური და არაფრისმომცემი. ) ნუ სხვისთვის შეიძლება იყოს, მაგრამ ჩემთვის ჩემი სულის გადამშლელია ასე ვთქვათ. არც მასეა მთლად. მე უფრო მხატვრულად გამოვხატავ, როგორც წესი, ემოციებს, მაგრამ ისიც არაა კარგი, ალბათ, ყველფერი საჯაროდ თქვა ადამიანმა.

შემოდგომის მოსვლასთან ერთად მუდამ ასეთი მელანქოლია შემომწვებახოლმე. ეს ის მელანქოლია არაა, რომლის გაგდებას, განდევნასაც ვცდილობ ხშირად. ააარაჰ!.. რაღაც სასიამოვნო, იმედისმომცემი მელანქოლიაა. საერთოდ, მუდამ იმედიან ხასიათზე ვარ. არასოდეს ვყრი ფარ-ხმალს, მაგრამ აი, ეს შემოდგომა და ის პირველი ყვითელი ფოთოლი, რომელიც გარეთ გასვლისას მხვდება, ის ფოთოლი მაძლევს ძალას რომ რაღაც ახალი დავიწყო. ენერგიას მმატებს დილას გარეთ გამოსულს მსუსხავი შემოდგომის მზე და სხეულს თუ არა, სულს მაინც მითბობს. სულიერი სითბო კიდევ ყველაზე ცივი ადამიანისთვისაც კი თბილად მისაღებია.
ახლა ზუსტად ასეთ შემოდგომისეულ მარტოობას ვგრძნობ გულში და მიხარია. დილის 4 საათზე "ღამენათევი და ნამთვრალევი" ალბათ, 1000 ჯერ მაინც მინატრია მთელი სამი სეზონის განმავლობაში შემოდგომის სუსხიანი სურნელი და სიტკბოება. ბევრჯერ მიფიქრია, წელიწადის ამ დროს ასეთ უჩვეულო გრძნობებს რატომ განცივდი... იმის ბრალი ნამდვილად არაა, ფერები რომ მიყვარს შემოდგომისა. წითელი, მზისფერი და ყვითელიც ფოთლების გამო შემიყვარდა. ალბათ, ყველაფერი წარსულისა და მოგონებების ბრალია, მაგრამ ამ მოგონებებზე ახლა არ მინდა ვწერო. ხასიათის გაფუჭება არავის სიამოვნებს...



ჰოდა შემოაბიჯა სექტემბერმა და სუსხს ველოდები მოუთმენლად. ველოდები და ვითვლი დღეებს. დღეებს ორ ოქტომბრამდე. რატომ?! - ეგ უკვე (ამჯერად) მხოლოდ მე ვიცი. : )

Wednesday, September 1, 2010

ყველა კარი დახურეთ!..


მერე რა, რომ არავინ მკითხულობს. მე ხომ ვკითხულობ საკუთარ თავს. ვკითხულობ და ჩემს თავს შორიდან ვუყურებ თითქოს. ნუ ეს უკვე რამოდენიმე წელია ვაკვირდები და რენტგენზე ვატარებ "თამუნას" , მაგრამ მაინც...

ჩამოვედი და ცალი თვალით ჩემს ბლოგშიც შემოვიჭყიტე . თავს მოვიტყუებ რომ ვთქვა კარგი დრო ვატარეთქო. ალბათ, უკეთესი მომენტებიც მქონია ცხოვრებაში. მე ხომ ყველაფერ ახალზე და დაუგემოვნებელზე "ვხამდები", მაგრამ იცი რა მაინტერესებს? რას ვიზამ, როდესაც ეს "ახალი" გამოილევა და არ დარჩება შეუცნობელი ან სულაც აკრძალული. არც არაფერს. ნაადრევად დავბერდები. არც იმდენი კარგია ცხოვრებაში რომ ადამიანმა ვერ მოასწროს სადღაც 20 წელიწადში [მაინც] ნახვა და შეცნობა (რა თქმა უნდა, თუ მატერიალური მდგომარეობა ასე თუ ისე ხელს გიწყობს).

ჩამოვედი იმედგაცრუებული და გულგატეხილი. ჩემი ქვეყანა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში მეგონა. წელს ძალიან ბევრ რამეს მივხვდი . ბევრი გავააანალიზე. გული ბევრ რამეზე მწყდება. ეს თემა, რა თქმა უნდა, ათასჯერაა განხილული და პრესში გატარებული, მაგრამ მაინც ... საქართველოს ზღვისპირა "კურორტები" ნამდვილი კოშმარია. ერთი- ორის გამოკლებით, სადაც სომხებმა ჯერჯერობით ფეხი ვერ მოიკიდეს. მიწასთანაა გასწორებულ ქობულეთი და არც ბათუშია უკეთესი სიტუაცია. რატომ უნდა უსმენდეს ადამიანი სომხურ მუსიკას, რატომ უნდა იყოს ამდენი სომხური რესტორანი ქართულ მიწაზე და ყველაზე მწვავე ფაქტი - რატომ უნდა დადიოდეს ქართველი სომხურ რესტორანში? ნუთუ არ შეიძლება ჩვენი ქვეყანა, მიწა , უწმინდესი და ულამაზესი ზღვა მარტო ჩვენ გვეკუთვნოდეს? არ მინდა, ქართველმა, ქობულეთის მაცხოვვრებელმა უფულობას, გაჭირვებას დააბრალოს ის, რაც იქ ხდება. დღესდღეობით ბევრს უჭირს, მაგრამ დამეთანხმებით, პატრიოტი ქვეყანას არ ღალატობს. ურჯულოს არ აკიდებინებს ფეხს საკუთაარ მიწაზე.


ეჰ... ქართველმა რომ საკუთარი მიწის, თავისი ქონების, სიმდიდრის ფასი ისწავლოს კიდევ რა უნდა მოხდეს? უარესი რა უნდა დაემართოს ჩვენს ქვეყანას ვიდრე უცხოს შენს მიწაზე თარეშია?



...არ გამომივიდა იდეალური პოსტი, მაგრამ ჩემია.