Thursday, November 11, 2010

ჩემი ცხოვრების სტაფილოსფერი(?!) ეტაპი და წითელი "ბატინკები"


ისეთი პერიოდი მაქვს აი, შეცვლა რომ მინდა და ერთკვირიანი დაკარგვის სურვილი რომ მკლავს.
ისეთი პერიოდი მაქვს, გარდაქმნა რომ მჭირდება. სხვა თამუნა რომ მინდა ვიყო.
ჩვეულებრივ, ეს მაშინ ხდება, როცა ცხოვრება მოსაწყენი მიხდება. არადა, არაა ეს ჩემი ცხოვება მოსაწყენი. გეფიცებით.
სიამოვნებით გამოვცვლიდი გარდერობს - ჩემი ქურქის ფერს შევცვლიდი სიამოვნებით. მომბეზრდა ყავისფერი. ოთახის კედლის ფერს, (უკეთესი იქნებოდა, საცხოვრებელი ადგილი რომ შემეცვალა, მაგრამ ძალიან დიდ ოცნების კოშკს არ ავაშენებ ახლა. ) ერთ კედელს სტაფილოსფრად შევღებავდი, დანარჩენს - შავად. ან შავ-სტაფილოსფრად. შავ კედლებზე უამრავ ფოტოს ჩამოვკიდებდი. ავაჭრელებდი და დავფარავდი შავ ფერს. შედარებით ნათელ მხარეს დავტოვებდი. btw სტაფილოსფერი ყოველთვის მაღიზიანებდა. ანუ ეგ ერთი ნათელი წერტილიც მაღიზიანებს ცხოვრებაში( თქვენ წარმოიდგინეთ).
მომბეზრდა! .. (ჰო ნუ, ნათელი წერტილები. )
კიდევ იცი რას შევიცვლიიდი? - თმების ფერს. მზისფერ-ცეცხლისფერ-სპილენძისფრად გადავიღებავდი და ვიქნებოდი მანათობელი მზე ვიღაცისათვის. წარმოიდგინეთ, რამხელა სნობიზმი და ნარცისიზმი დევს ჩემს ბოლო წინადადებაში. არადა, იქნებ, სულაც არ დევს ის, რაც თქვენ გგონიათ, იქნებ მზეობა მაკლია გულში?.. ან არა.
კაროჩე.
თმებს შევიჭრიდი და დრედებს გაიკეთებდი. მდედრი ბობ მარლი გავიჩითებოდი და გაგაკვირვებდით ყველას.
წითელი ფეხსაცმელები მინდა. აი, ძალიან მინდა წითელი ბატინკები. მინდა და ვერავის ვეუბნები. ვერც ჩემი ბანკიდან გამომაქვს კრედიტი (დედაჩემიდან) . ბანკი, როგორც ყოველთვის, ითხოვს ახსნა-განმარტებას, რად მინდა ფული. აი, როგორ ვუთხრა ბანკს, რომ წითელი ბატინკები მინდა?
ჰოდა, გავივლიდი მაგ წითელი ფეხსაცმელებით და სპილენძისფერ თქმას ავაშრიალებდი. არა... ავაქიშინებდი... ანდაც ავაფუილებდი. რაც გინდათ, ის დაარქვით. თუნდაც, ეგ სპილენძისფერ-მზისფერ-მოცეცხლო თმა არა, მაინც მინდაა წითელი ბატინკები (...და მიტყდება).

კომპიუტერის დესკტოპის შეცვლა მინდა.
ოთახში განათების შეცვლა მინდა.
პირად ცხოვრებაშიც მინდა განათება შევცვალო. ნუ განათება თუ არა, რაკურსი მაინც შევუცვალო მანათობელ ნათურებს. (ნაკლები დეპრესიულობითვის)
ფრჩხილებზე რომ "ლაქი" მისვია, იმის მოშორება და ახალი ფერის დადება მინდა.
ჩემი ოთახის კედელზე რომ სურათი კიდია, იმის შეცვლა მინდა. მე აღარ ვარ ქალი, რომელიც ელის. მე აღარავის ველოდები. ჰოდა, დაე ჩამოიხსნას ჩემი ოთახის ჯერ კიდევ წითელი კედლიდან თეთრკაბიანი თამუნა, რომელიც ელის.
უკვე მერამდენე თვეა ვცდილობ, ის "საშინელი" მუსიკა წავშალო კომპიდან, მაგრამ რომ ვიწყებ წაშლას, პარალელურად, მოსმენასაც ვიწყებ და არასოდეს მიმყავს საქმე ბოლომდე.
დასკვნა? - მე ისევ მიყვარს იატაკზე გდება და იმ "საზიზღარი" "მელოდიის" მოსმენა (სუუუნ)
უფრო დიდი დასკვნა? - მე ისევ ის თამუნა ვარ.
გავფართოვდეთ? - ვერასოდეს შევიცვლები. : )



yuppp... ცხოვრებას შევცვლიდი.


">


No comments: