Wednesday, August 18, 2010

წითელ-ყვითელი ბლოგის ავტორის პირველი ბოდვა ))


მერე რა, რომ პირველი "ფაბლიქ" პოსტია და ბევრს ვფიქრობ რა დავწერო. წესით ბევრი რამ უნდა ჩავატიო, ალბათ.
უკვე აღარც მახსოვს, მერამდენე წელია blogspot-ზე ბლოგი მაქვს შექმნილი. რა გითხრათ? პროფილის გაკეთებას თავი ვერ მოვაბითქო რომ ვთქვა, მოვიტყუები. უბრალოდ, ეს ჩემთვის ყოველთვის ძალიან პირადული გვერდი იყო.
პირადული და ჩემებური.
არც ის მასოვს რამდენჯერ დავწერე და წავშალე უამრავი სახის პოსტი. გაგებაში არ ვარ, რამდენჯერ დამავიწყდა, რომ თვითმარქვია ბლოგერი ვიყავი და "რამე" უნდა დამეფოსტა. ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რომ დაწყებული საქმე იშვიათად თუ მიმყავს ბოლომდე და რაც მთავარია, ყველაფერი ელვის სისწრაფით მბეზრდება. ნუ ხო... ყველაფერი რამოდენიმე რამის გარდა:
ყავის,
საყვარელი ფილმის,
საყვარელი წიგნის,
საკუთარი ოთახის დააა... და მერე იყოს. შემდეგ ფოსტებში.
ჩემი "ფეიჯი" ამელით დავიწყე და ვიცი, ამითვე დავასრულებ იმიტომ, რომ მის იქით ფაქტიურად, გზა არ მაქვს. ცხოვრებაში ყოველ ნაბიჯზე თვალწინ მეჩხირება და მაბედნიერებსსავით. იმედია, მეც ჩემს ცხოვრებისეულ გაურკვევლობებსა და აგონიებს ჰეფი ენდით დავასრულებ.

P.S. მერე რა, რომ ერთად ერთი "ბლოგერი" ვარ ნაცნობებს შორის და არც საკმარისი გამოცდილება მაქვს, ალბათ . :)

No comments: