Wednesday, August 18, 2010

სინათლე, ბგერა, მუსიკა


იცი რა მინდა? ჩემი ბლოგის (ფაქტიურად) პირველი პოსტი ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ ჯგუფს დავუთმო. ნუ რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მუსიკალური გემოვნება ტალღებზე დამიხტის. ვერ გაარკვევს ადამიანი რას ვუსმენ. ალბათ, უფრო indie - ს, მაგრამ სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ ვუსმენ მხოლოდ ხარისხიან მუსიკას. ამას იმედია, ვერავინ უარყოფს.
ჩვეულებრივ, არასოდეს ვინტერესდები შემსრულებლებისა და ბენდების "პირადულობით". ერთად ერთი ის ვიცი, საიდან მოდიან და საით მიექანებიან :D
THE KNIFE - შვედური ჯგუფია, რომელიც 1999 ში ჩამოყალიბდა და დიდი ხნის მანძილზე "იმალებოდნენ". ანუ ლაივებზე მათ სახეს მსმენელი ძირითადად ვერ ხედავდა.
THE KNIFE - ჩემთვის ესაა ჯგუფი, რომელმაც გაიგო/შეიცნო მუსიკა, ბგერა და სინათლე. გააერთიანა ეს ყველაფერი და ჰარმონიულად შეაწყო ერთმანეთთან. მათი live-ები ნამდვილ თეატრალური წარმოდგენებს მაგონებს. Iwish i were there :( მოკლედ, იდეალურია მათთვის, ვისაც მუსიკა და ბგერა ესმის. არაფერს ვამბობ ვოკალისტზე. ვერ ვამბობ. ვინც წამიკითხავს, შეაფასოს თვითონ : ) ">



">

No comments: