Friday, September 3, 2010

შემოდგომაა... შემოდით... ანუ ჩემი დროებითი "არა" პრინციპებს!



ხომ არის ისეთი მომნტები, როდესაც ერთგვარ მარტოობას გრძნობ. მერე რა, რომ გარშემო უამრავი ადამიანია. არ მინდა, ბანალური პოსტი გამომივიდეს. (არც არაფერია ჩემს ბლოგში ბანალური და არაფრისმომცემი. ) ნუ სხვისთვის შეიძლება იყოს, მაგრამ ჩემთვის ჩემი სულის გადამშლელია ასე ვთქვათ. არც მასეა მთლად. მე უფრო მხატვრულად გამოვხატავ, როგორც წესი, ემოციებს, მაგრამ ისიც არაა კარგი, ალბათ, ყველფერი საჯაროდ თქვა ადამიანმა.

შემოდგომის მოსვლასთან ერთად მუდამ ასეთი მელანქოლია შემომწვებახოლმე. ეს ის მელანქოლია არაა, რომლის გაგდებას, განდევნასაც ვცდილობ ხშირად. ააარაჰ!.. რაღაც სასიამოვნო, იმედისმომცემი მელანქოლიაა. საერთოდ, მუდამ იმედიან ხასიათზე ვარ. არასოდეს ვყრი ფარ-ხმალს, მაგრამ აი, ეს შემოდგომა და ის პირველი ყვითელი ფოთოლი, რომელიც გარეთ გასვლისას მხვდება, ის ფოთოლი მაძლევს ძალას რომ რაღაც ახალი დავიწყო. ენერგიას მმატებს დილას გარეთ გამოსულს მსუსხავი შემოდგომის მზე და სხეულს თუ არა, სულს მაინც მითბობს. სულიერი სითბო კიდევ ყველაზე ცივი ადამიანისთვისაც კი თბილად მისაღებია.
ახლა ზუსტად ასეთ შემოდგომისეულ მარტოობას ვგრძნობ გულში და მიხარია. დილის 4 საათზე "ღამენათევი და ნამთვრალევი" ალბათ, 1000 ჯერ მაინც მინატრია მთელი სამი სეზონის განმავლობაში შემოდგომის სუსხიანი სურნელი და სიტკბოება. ბევრჯერ მიფიქრია, წელიწადის ამ დროს ასეთ უჩვეულო გრძნობებს რატომ განცივდი... იმის ბრალი ნამდვილად არაა, ფერები რომ მიყვარს შემოდგომისა. წითელი, მზისფერი და ყვითელიც ფოთლების გამო შემიყვარდა. ალბათ, ყველაფერი წარსულისა და მოგონებების ბრალია, მაგრამ ამ მოგონებებზე ახლა არ მინდა ვწერო. ხასიათის გაფუჭება არავის სიამოვნებს...



ჰოდა შემოაბიჯა სექტემბერმა და სუსხს ველოდები მოუთმენლად. ველოდები და ვითვლი დღეებს. დღეებს ორ ოქტომბრამდე. რატომ?! - ეგ უკვე (ამჯერად) მხოლოდ მე ვიცი. : )

No comments: